რეჟის გერო არტ-ვილა გარიყულაში

30.09.17

ფრანსუა მერე - ილიაზდის გერი და მისი კლუბის პრეზიდენტი,  არტ-ვილის ხშირი სტუმარია. მასთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდნენ პროფესორი რეჟის გეირო - ილიაზდის შემოქმედების მკვლევარი და  ბორის ფრიდმანი, - Livre d’Artiste ნიმუშების მსხვილი კოლექციონერი; მარიკა ჟანტი - კოკო შანელის ისტორიული მემკვიდრეობის დელეგატი და არქივარიუსი, მიხეილ კარასინი და სერგეი კუდრიავცევი.

რეჟის გეირო ფრანგი სლავისტი და მთარგმნელია - არის სლავისტიკის პროფესორი კლერმონ ფერანის ბლეზ პასკალის სახელობის უნივერსიტეტში, ლიტერატურათმცოდნე და   ავანგარდისა და ილიაზდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მკვლევარი.

სტუმრების მიზანი იყო ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედრივე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - Fest I Nova -ს პოლიტიკისა და არტ-ვილის ისტორიის გაცნობა;  ამასთან ერთად -  შემოქმედებითი  რეზიდენციის დათვალიერება.  

სტუმრები დაესწრნენ კლერმონ ფერანის ხელოვნების უმაღლესი სკოლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას,  სახელწოდებით WISDOM OF LIES („სიბრძნე სიცრუისა“), რომელიც წლევანდელი ფესტივალის და ფრანგულ მხარესთან არტ-ვილის თანამშრომლობის  ფარგლებში მოეწყო.

სტუმრებს უმასპინძლეს არტ-ვილა გარიყულას დამფუძნებელმა, ყარამან ქუთათელაძემ და მხატვარმა გელა წულაძემ.

მკვლევართა ფრანგულ-რუსული ჯგუფის  სურვილია, ზდანევიჩების მემკვიდრეობის  შემდგომი შესწავლისას  არტ-ვილა გარიყულას პლატფორმა  გაითვალისწინონ,  რაც, სამომავლოდ, ბევრ მნიშვნელოვან წამოწყებას დაუდებს სათავეს.

არტ-ვილაში ვიზიტის მეორე დღეს, სტუმრები  ილიაზდის სახელობის ქუჩის გახსნას დაესწრნენ ბათუმში. 

 

 

 

 

უკან დაბრუნება