სიბრძნე სიცრუისა

30.09.17

 მეორე წელია გრძელდება თანამშრომლობა კლერმონ-ფერანის საგანმანათლებლო ინსტიტუციასა (Ecole Supérieure d'Art de Clermont Métropole) და არტ-ვილა გარიყულას შორის. მისი მიზანია ხელოვანთა საერთაშორისო ქსელის განვითარება და ფრანგი არტისტებისთვის სამუშაო, თუ საგანმანათლებლო სივრცის შექმნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

 

წლევანდელი რეზიდენციის შედეგად შექმნილი ნამუშევრები Fest I Nova’17 - კომუნიკაციის ელემენტები-ს ფესტივალის ფარგლებში  გაერთიანდა.

გამოფენაზე WISDOM OF LIES (სიბრძნე სიცრუისა), ფრანგმა არტისტებმა  არტ-ვილა გარიყულას ეზოს სხვადასხვა ადგილას, ხუთი კონცეპტუალური ინსტალაცია დადგეს და დახაზეს ექსპოზიციის რუკა, რომელზეც „საგამოფენო ტურია“ მოხაზული:  ტური იწყება ანტუან ბაროს არტ-ვილის ჭიშკრის ორივე მხარეს დამონტაჟებული  „სვეტებით“, გრძელდება არტ-ვილის შენობის მარჯვენა მხარეს - ტრისტან-პოლ გეპინის „გარიყულას შადრევნითა“ და მისივე ვიდეინსტალაციით; ამის შემდგომ, ძველი არყის სახდელის ნანგრევებზე გადაგრეხილია პიერ-ალექსანდრ მარტინას ინსტალაცია „წარმოუდგენელი ატრაქციონი“ და ბოლოს, ფრანგულ გამოფენას ასრულებს კოლინ სალიერის „მტვერის მთა“.

 

გამოფენის გახსნის დღეს, ფესტივალის ამერიკელი მონაწილე, ერინ მონტანესი ასრულებდა 24 საათიან პერფორმანსს ამერიკულ პავილიონში, რომლის ლოკაცია ფრაგმა არტისტებმა რუკაზე აღნიშნეს და თავიანთ გამოფენას შეუერთეს.

 

ღონისძიებას დაესწრნენ ზდანევიჩის კლუბის პრეზიდენტი ფრანსუა მერე, მისი შემოქმედების მკვლევარი, რეჟის გერო, Livre d’Artiste-ს  მსხვილი კოლექციონერი, ბორის ფრიდმანი, მხატვარი გელა წულაძე და სხვები.

 

 

 

 

უკან დაბრუნება