Art for social Change

14.06.17

არტ-ვილა გარიყულა მადლობას უხდის ყველა მოხალისეს, რომელმაც  მონაწილეობა მიიღო მდინარე თეძამის ნაპირების დასუფთავების აქციაში, ახალი ინიციატივა - ხელოვნება სოციალური გარდაქმნისთვის  ფარგლებში.

ინიციატივა მიზნად ისახავს თანამედროვე ხელოვნების მრავალფეროვანი ფორმატების გამოყენებას სამოქალაქო აქტივობებში - ყოფითი კულტურისა და ეკო-ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.

ინიციატივის წარდგენის დღეს, კამპანიაში ჩართულმა სოფლის მოსახლეობამ და თბილისიდან ჩამოსულმა მოხალისეებმა მდინარე თეძამის ნაპირები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. მოგროვილი პლასტიკატის ბოთლებითა და თუნუქის ქილებით კი   2017 წლის Fest I Nova-ს  პირველი მონაწილეების - ამერიკელი სტრიტ-არტისტების ინსტალაციის ასლი გააკეთეს. ICY&SOT-ის ფსევდონიმით ცნობილი ხელოვანების ორიგინალურ ნამუშევარი, სახელწოდებითი „ადამიანის ანარეკლი ბუნებაზე“   არტ-ვილა გარიყულას ეზოშია ინსტალირებული და მოწოდებაა სუფთა გარემოს შენარჩუნებისთვის. 

 

 

 

უკან დაბრუნება