ხელოვნება სოციალური გარდაქმნისთვის

08.06.17

მისი  მიზანია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მრავალფეროვანი ფორმატების გამოყენება სხვადასხვა შინაარსის სამოქალაქო აქტივობებში, კერძოდ -  ყოფითი კულტურისა და ეკო-ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.

 პირველი ინიციატივის ფარგლებში, მოხდება   მდინარე თეძამის ნაპირების გაწმენდა-დასუფთავება პასტიკატისა და თუნუქის ნარჩენებისგან. მოგროვილი მასალით კი, მოხალისეები ააწყობენ   ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ირანელი გრაფიტისტების - ICY & SOT-ის (აისი და სოტი) ნამუშევრის  ასლს, სახელწოდებით Human Reflection on Nature.  

Art for Social Changes-ის წევრი და მონაწილე შეიძლება გახდეს ყველა,  ვისაც სურვილი აქვს საკუთარი წვლილი შეიტანოს და სხვებსაც უჩვენოს გარემოს სისუფთავეზე ზრუნვის მაგალითი.


 ღონისძიებაში  მონაწილეობის  მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება დღეს 16:00 საათზე და და გაგრძელდება 11 ივნისის დილის 11:00 საათამდე.


თბილისიდან გარიყულაში ტრანსპორტირებას და კვებას არტ ვილა გარიყულა უფასოდ უზრუნველყოფს. 12 ივნისს დილის 10:00 საათზე,  
რესპუბლიკის მოედნიდან გავა ავტობუსი.

მიიღეთ გადაწყვეტილება დღეს.

მოგვწერეთ პირადში და ვიმეგობროთ


ICY და SOT- ის შექმნილი თანამედროვე ხელოვნების ნიმუში - ე.წ. Trash Art-ი, საუკეთესო დემონსტრაციაა იმისა,  თუ რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო საზოგადოებაზე და როგორ გამოიყურება ადამიანი, რომელიც აზიანებს და ანაგვიანებს ბუნებას.  თრეშ-არტის ფორმატში შექმნილი  არტ-ობიექტი უკვე დგას გარიყულას ეზოში. მისი გამოყენებაზე საავტორო უფლება ირანელმა ხელოვანებმა არტ-ვილას  გადასცეს.

უკან დაბრუნება