პოლონელების ვიზიტი გარიყულაში

21.05.17

პოლონელ სტუმრები - თბილისში პოლონეთის საელჩოს კულტურის ატაშე, ბატონი ლეხ  კონჩაკი,  პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს უცხოეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი, იაცეკ მილერი და ვარშავის ხელოვნების აკადემიის კონსერვაციისა და რესტავრაციის ფაკულტეტის  ვიცე-დეკანი,  პროფესორი კშიშტოფ ხმილევსკი - ქართულ კულტურაში პოლონური კვალის შესახებ აგროვებენ ცნობებს.

არტ-ვილა გარიყულა - წარსულში „ბოლგარსკიაანთ სასახლის“ სახელით ცნობილი შენობა და ავანგარდისტი ძმების - კირილე და ილია ზდანევიჩების მემკვიდრეობა -  მათთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო.

სტუმრებმა დაათვალიერეს სახლი და მამული; გაეცნენ მისი მფლობელისა და ამგების - პოლონური წარმოშობის თბილისელი სამოქალაქო ინჟინრის - ვასილი ბოლგარსკის ისტორიას. ამასთან ერთად, დაათვალიერეს არტ-ვილა გარიყულას ბიბლიოთეკა და არქივი, სადაც ინახება ძმებ ზდანევიჩების შესახებ დაბეჭდილი წიგნები და ალბომები, ილიაზდის გამოცემები.

არტ-ვილა გარიყულაში პოლონელები  ბატონ ყარამან ქუთეთელაძეს,  ქალბატონ ქეთევან კინწურაშვილსა და არტ-ვილის ყოველწლიური ფესტივალის - Fest I Nova-ს ორგანიზატორებს შეხვდნენ. გაეცნენ შარშან, ყარმან ქუთათელაძისა და ქეთევან კინწურაშვილის მიერ  დაარსებული ილია და კირილე ზდანევიჩების სახელობის ფონდის გეგმებს. მხატვარი ყარამან ქუთათელაძე - ზდანევიჩის შვილისშვილი, სტუმრებს მოუთხრობდა მისი წინაპრების შესახებ. ქეთევან კინწურაშვილმა კი წაიკითხა ლექცია ხელოვანი ძმების  მნიშვნელობაზე ქართულ კულტურაში.

 

 

უკან დაბრუნება