„გმირი და მოდელი“

26.12.16

 

                                                                                               

 

„გმირი და მოდელი“

წიგნი  აღარარსებულ შემოქმედებაზე

პ რ ეზ ე ნ ტ ა ც ი ა

 

26 დეკემბერს, ორშაბათს, 17:00 საათზე, კულტურის სამინისტროში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია.

წიგნს, სახელწოდებით „გმირი და მოდელი“,  ხელოვნებით დაინტერესებულ აუდიტორიას არტ-ვილა გარიყულა წარუდგენს.

„გმირი და მოდელი“  - ფილოსოფოსისა და არტ-კრიტიკოსის,  დავით ანდრიაძის მონოგრაფიაა მოქანდაკე რუსუდან გაჩეჩილაძის შემოქმედებაზე. ეს არის  პირველი წიგნი, რომელიც გამოიცა ქართველი მოქანდაკე ქალისა და პედაგოგის შესახებ.

53 წელია რუსუდან გაჩეჩილაძე სამხატვრო აკადემიაში ასწავლის - არის  ხატვის კათედრის პროფესორი; ითვლება ქართული პორტრეტული ქანდაკების რეფორმატორად.  ჩვენდა სამწუხაროდ, რუსუდან გაჩეჩილაძის ორიგინალების უმეტესობა 90იან წლებში,  გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა და განადგურდა. დარჩა მხოლოდ თაბაშირის ასლები და ვირტუალური ქანდაკებების უამრავი ესკიზი, რომლებსაც მოქანდაკე ბოლო 25 წლის განმავლობაში ქმნის.

წიგნში შესულია რუსუდან გაჩეჩილაძის უკვე აღარარსებული ნამუშევრების ფოტოები, რომლებიც გასული საუკუნის 80-იან წლებში გადაიღეს; მის სახელოსნოში დაცული,  პორტრეტების თაბაშირის ასლების რეპროდუქციები; ასევე, ბოლო წლებში დახატული უამრავი ესკიზი.

წიგნის მეშვეობით, პირველად შეიქმნა რუსუდან გაჩეჩილაძის  ნამუშევრების ციფრული  არქივი  და ამ სახით, ხელოვანის   შემოქმედება მისაწვდომი გახდა  პუბლიკისთვის.

წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის  მხარდაჭერით აგამოიცა,  არტ-ვილა გარიყულას ახალი პროგრამის ფარგლებში,  რომელიც მივიწყებული ქართველი ხელოვანების სოციალურ რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

პროგრამის მეშვეობით პირველად მოხდა დავით ანდრიაძის თანამშრომლობა არტ-ვილა გარიყულასთან.

ინიციატივის მოთავეები, უმეტესად, რუსუდან გაჩეჩილაძის ყოფილი სტუდენტები არიან, რომლებმაც წიგნი მოქანდაკის   იუბილეს მოუძღვნეს.

ხელოვანს წელს, 23 აგვისტოს,  80 წელი შეუსრულდა.

 

გამოცემა დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

 

                                                                                                                

უკან დაბრუნება