მეორე ნაწილის გახსნა, შაბათი, 17 სექტემბერი, 2016

17.09.16

                             

                                                                                        

 

პრეს-რელიზი

ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი

ფესტინოვა’16 - მომავალი  მეხსიერება

სოფელი გარიყულა

ბოლგარსკების სასახლე

17 სექტემბერი - 8 ოქტომბერი

www.garikula.com

 

17 სექტემბერს, 17:30,  სოფელ გარიყულაში (კასპის რ-ნი),   საზეიმოდ გაიხსნება ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის -  „ფესტინოვას“ მეორე ნაწილი, რომელიც სამ კვირას გასტანს და აუდიტორიას ქართველი და საერთაშორისო ხელოვანების მიერ შექმნილ ნამუშევრებს წარუდგენს.

 

2009  წლიდან მოყოლებული ფესტივალი მერვედ ტარდება;  ქართველი არტისტების გარდა, ფორუმში ჩართულია მსოფელიოს ცხრა ქვეყნიდან შეკრებილი  ხელოვანები;  ფესტივალის თემა  - „მომავალი მეხსიერება“ 11 ნამუშევარს აერთიანებს, რომელიც თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმატშია შექმნილი.  ამას გარდა, წევანდელ ფესტივალზე,  2014 წელს დაწყებული პავილიონების პროგრამის ფარგლებში,  პირველი  გერმანული კონცეპტუალური პავილიონი გაიხსნება.

https://www.facebook.com/events/686797761476114/

 

 

 

 

 

 

ფესტივალის გახსნის დღეს, შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდი - არტ ვილა გარიყულა,    ახალი ინიციატივას წარადგენს: ესაა ძმებ ზდანევიჩების სახელობის ფონდი -  41◦

ამის შემდგომ, გაიხსნება  გამოფენა.                                           

2 ოქტომბერს კი დაგეგმილია თანამედროვე ხელოვნების რეგიონული მუზეუმის წარდგენა.

 

ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;

ფესტივალი ტარდება პროგრამა Check In Georgia-ს ფარგლებში.

 

სპონსორები:

თი-ბი-სი ბანკი,  -„კაპაროლ ჯორჯია“, Foundation for Contemporary Arts Emergency Grants

საინფორმაციო მხარდაჭერა - არტარეა TV,

 

ფესტივალის  განრიგი-

17:30 ძმებ

ზდანევიჩების ფონდის -  41ᴼ“-ის  პრეზენტაცია.
18:00 ინსტალაციების გახსნა 

კვირა, 2 ოქტომბერი, 2016

17:00 
თანამედროვე ხელოვნების რეგიონალური მუზეუმის   პრეზენტაცია

 

ფესტივალის კონცეფცია:

http://www.garikula.com/ka-GE/Fest-I-Nova-2016/

 

მეხსიერება ინფორმაციის აღბეჭდვა, შენახვა და აღდგენაა.
მეხსიერება დროის განმავლობაში იცვლება, გარდაიქმნება და იკარგება.
დაკარგული მეხსიერება გამქრალი ადამიანები, დავიწყებული ადგილებია
რაც მოხდა და აღარ გვახსოვს. რაც იყო და აღარ არის.
რაც აღარ გვახსოვს, ის არც მომხდარა.

თუ დაგვავიწყდა წარსული, აღარ გვახსოვს არც მომავალი.
წარსულის ცოდნა მომავლის მეხსიერების შექმნის, მომავლის ამოცნობის შესაძლებლობას გვაძლევს.

როგორ აღვიდგინოთ წარსული?
როგორ გავიხსენოთ მომავალი?

ფესტივალის პირველი ეტაპი ბოლგარსკების სასახლის გარდა ახალქალაქის და გარიყულას სხვადასხვა საჯარო ადგილებში გაიმართა. უცხოელმა,  თუ ადგილობრივმა არტისტებმა სოფლის თავშეყრის ძველი  ადგილები გააცოცხლეს და  სახელოვნებო სივრცეებად გარდაქმნეს. ახალქალაქის ხელოვნების ქალაქად ტრანსფორმაციაში სოფლის მცხოვრებლებიც ჩაერთნენ.

ხელოვნების საჯარო სივრცეში გატანით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვით ხელოვნება სცილდება საკუთარ თავს და მომავლისთვის აუცილებელ კრიტიკულ შეკითხვებს სვამს.

ბოლგარსკიანთ სასახლე, წერეთლების სასახლე, მიტოვებული სოფლის კლუბი, მაღაზია, დაცარიელებული ბავშვთა სახლი - ეს  იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია სადაც არტისტები ადამიანების და ადგილების დავიწყებულ ამბებს მოგვითხრობენ.

ერთ დროს მეფისქალაქი, შემდეგ წითელქალაქი და დღეს ახალქალაქად წოდებული სოფელი უთვალავ დავიწყებულ ამბავს და საიდუმლოს ინახავს. ადგილის მეხსიერება დღითი დღე იშლება და იკარგება.

ახალქალაქზე დაკვირვებით, დასავლური კურსის მქონე პოსტ საბჭოთა ქვეყნის დღევანდელ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პრობლემატიკას ნათლად დავინახავთ.

წარსული დავიწყებულია, აწმყო მიტოვებული, მომავალი აგვიანებს.

ხელოვნების ენით წარსულის თხრობა და გაანალიზება, მეხსიერების აღდგენა, გაცნობიერება და  გააზრება, - მომავლის გამოთვლის და წარმოდგენის მოულოდნელ შესაძლებლობას გვაძლევს.

მონაწილეები :

აისელ ამიროვა 
ტატო ახალკაციშვილი
უტა ბექაია 
ალინა ბლიუმის 
ლევან მანჯავიძე 
ლევან მინდიაშვილი 
მატერიალ ჰანტერზ
ალექსის პოლ 
ლენა პუკი 
რაიმონდა სერეკაიტე 
ჯუზეპე ფანიცა

 

 

 

 

 

                                                                           ფესტივალის პირველი ნაწილის კურატორები: მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე

                                                                                              ფესტივალის მეორე ნაწილის კურატორი : ნუცა ჩიკვაიძე 
                                                                                                           კოორდინატორი: მაია ჩიკვაიძე

                                                                                                    კურატორის თანაშემწე : ნატა ჯაშიაშვილი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
Garikulaartvilla@gmail.com

Maiachi@garikula.com

Contact@garikula.com

 

www.garikula.com

https://www.facebook.com/ArtVillaGarikula

596 105 185
595 152 152

                                                                                      

უკან დაბრუნება