„მომავალი მეხსიერება“

25.06.16

 

 

25 ივნისს, სოფლებში - ახალქალაქსა და გარიყულაში, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „მომავალი მეხსიერება“ გამოფენითა და სხვადასხვა ღონისძიებით გაგრძელდება

ფესტივალი სოფელ გარიყულაში,  29 მაისს გაიხსნა.

25 ივნისს, ფესტივალი „მომავალი მეხსიერება“ „წერეთლების სასახლეში“, ამჟამინდელ სატყეო დეპარტამენტში გამართული გამოფენით გაგრძელდება. გამოფენა სოფლისა და მისი მაცხოვრებლების ამბების, მეხსიერების, წარსულის ერთგვარი არქივია.

გამოფენაში მონაწილეობენ: ჯგუფი „ბულიონი“, ქეუ მეფარიშვილი, სალომე დუმბაძე, გვანცა ჯიშკარიანი, ჯგუფი „სეკატორი“, ნინო ზირაქიშვილი, სოლომონ რაზმაძე,  ლია ბაგრატიონი, დათო მიხაილიდი, მარიელ ცხვედი, მარიტა რურუა, კოკა ვაშაკიძე, ნასტასია არაბული, ანა ყოჩიაშვილი, ზიზი ნიშნიანიძე, მაკა კილაძე.

გამოფენის შემდეგ, ახალქალაქის ბაზარში, გაიმართება ძველმანების ბაზრობა.

ჟურნალი „ინდიგო“ სოფელში ბიბლიოთეკას უყრის საფუძველს. ამასთან დაკავშირებით, მწერლები სოფელში საჯარო ლექციებს გამართავენ.

ფესტივალის ფარგლებში აღდგენილ, მე17 საუკუნის მარანში,  სტუმრები თარხნიშვილების ღვინოს დააგემოვნებენ. სოფლის გალავანთან ფონდ „აჰუაჰუ“-ს ორგანიზებული თავისუფალი კინოჩვენება მოეწყობა

 

განრიგი შემდეგია:

14:00 გამოფენა. სატყეო შენობა -  „წერეთლების სასახლე“

15:00 ბიბლიოთეკის პრეზენტაცია. შეხვედრა პოეტ პაატა შამუგიასთან. „რა ბედი ელის პოეზიას?“

16:00 ძველმანების ბაზრობა

18:00 თარხნიაანთ მარნის გახსნა

21:00 კინოჩვენება

ფესტივალის მომავალი თარიღებია: 31 ივლისი, 17 სექტემბერი, 8 ოქტომბერი

ფესტივალის კურატორები: მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე

საკონტაქტო ინფორმაცია: 595 85 09 67

 

 

 

უკან დაბრუნება