ბრის მატე - LOVE SHACK

14.04.16

ფრანგი ხელოვანი ბრის მატე არტ ვილა გარიყულას ეწვია და იქ შეკრებილ ახალგაზრდებს თავისი ახალი ინიციატივა გააცნო.
ბრის მატე ალიზის ქოხებს აშენებს და ეკოლოგიური ცხოვრების წესის აქტიური პროპგანდისტია.მასალად ალიზის გარდა, იყენებს ბამბუკს და ფიცარს; სახურავებს ბალახით ფარავს.
მისი მოწოდებაა შექმნას იაფი, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული საცხოვრებელი, რომლის აშენება მსურველს დიდი ფინანსური დანახარჯების გრეშე, თავისი ხელით შეუძლია. მატეს შეხედულების თანახმად, სახლი და მეურნეობა თვითმკმარი და სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს.
„სიყვარულის ქოხი“ (LOVE SHACK) ახალი პროექტია, რომლის პროტოტიპი ხელოვანმა 2014 წელს ახალგაზრდა წყვილებისთვის შექმნა ზამთრის სიცივისგან დასაცავად.
ქოხი პირველყოფილი საცხოვრებლის რემინისცენციაა, მაგრამ აღჭურვილია კომფორტით. დეკორის ელემენტები თანამედროვე, ლამაზი და ძვირფასია. მატე ინტერიერის მორთულობისთვის იყენებს ხალიჩენს, შანდლებს, ბალიშებს.
სიყვარულის ქოხის პროექტი ბრის მატემ გარიყულას ფრანგ რეზიდენტებს და ქართველ ახალგაზრდებს გააცნო.
„პლანეტას მეტი სიყვარული და ურთიერთგება სჭირდება“ - ამბობს მატე - „ჩემი მიზანია შეყვარებულებს დავეხმარო, რომ უყვარდეთ“.
ბრის მატე 2004 წლიდან ჩამოდის საქართველოში. ქეთი კორძახიასთან ერთად გაკეთებული აქვს პროექტები შატილში და უშგულში

 

.

 

 

 

 

უკან დაბრუნება