Fest i Nova 2016 მომავალი მეხსიერება

15.03.16

მეხსიერება ინფორმაციის აღბეჭდვა, შენახვა და აღდგენაა.
მეხსიერება დროის განმავლობაში იცვლება, გარდაიქმნება და იკარგება.

დაკარგული მეხსიერება გამქრალი ადამიანები, დავიწყებული ადგილებია. 
რაც მოხდა და აღარ გვახსოვს. რაც იყო და აღარ არის.
რაც აღარ გვახსოვს, ის არც მომხდარა.
თუ დაგვავიწყდა წარსული, აღარ გვახსოვს არც მომავალი.
წარსულის ცოდნა მომავლის მეხსიერების შექმნის, მომავლის ამოცნობის შესაძლებლობას გვაძლევს.

როგორ აღვიდგინოთ წარსული?
როგორ გავიხსენოთ მომავალი?

არტ-ვილა გარიყულა, ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova 2016 - “მომავალი მეხსიერება“ დაიწყო. 
ფესტივალის პირველი ეტაპი ბოლგარცკიანთ სასახლის გარდა ახალქალაქის საჯარო სივრცეებში გაიმართება. მონაწილეებისოფლის თავშეყრის ძველ და ახალ ადგილებს გააცოცხლებენ და სახელოვნებო სივრცეებად გარდაქმნას ეცდებიან. ახალქალაქისხელოვნების ქალაქად ტრანსფორმაციაში მონაწილეობას ადგილობრივი მოსახლეობაც მიიღებს.
ხელოვნების საჯარო სივრცეში გატანით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვით ხელოვნება სცილდება საკუთარ თავს დამომავლისთვის აუცილებელ კრიტიკულ შეკითხვებს სვამს.

ბოლგარცკიანთ სასახლე, მიტოვებული კინოთეატრი, სოფლის ე.წ. ბირჟა, მეწაღის სახელოსნო, მაღაზია, სოფლის გალავანი,დაცარიელებული ბავშვთა სახლი - ეს ადგილების არასრული ჩამონათვალია სადაც არტისტები ადამიანების და ადგილების დავიწყებულამბებს მოგვითხრობენ.

ერთ დროს მეფისქალაქი, შემდეგ წითელქალაქი და დღეს ახალქალაქად წოდებული სოფელი უთვალავ დავიწყებულ ამბავს დასაიდუმლოს ინახავს. ადგილის მეხსიერება დღითი დღე იშლება და იკარგება.

ახალქალაქზე დაკვირვებით, დასავლური კურსის მქონე პოსტ საბჭოთა ქვეყნის დღევანდელ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურპრობლემატიკას ნათლად დავინახავთ.
წარსული დავიწყებულია, აწმყო მიტოვებული, მომავალი აგვიანებს.

ხელოვნების ენით წარსულის თხრობა და გაანალიზება, მეხსიერების აღდგენა, გაცნობიერება და გააზრება მომავლის გამოთვლის დაწარმოდგენის მოულოდნელ შესაძლებლობას გვაძლევს.

_______________________________________________________________________________
*კონცეფცია განვითარდება, გარდაიქმნება და შეიცვლება მომავალში.

კურატორები: მარიამ ნატროშვილი/დეთუ ჯინჭარაძე, ნუცა ჩიკვაიძე

უკან დაბრუნება