კლერმონ ფერანის ხელოვნების უმაღლესი სკოლის სტუდენტები

10.04.16

კლერმონ ფერანის ხელოვნების უმაღლესი სკოლის სტუდენტები - აგატ შევრელი, ატონინ ბერნე, კამპჩუან ნგამო ჟან რომეო, ფან ბაი და მათი ხელმძღვანელი - არტისტი კამილ ბრე არტ-ვილა გარიყულას რეზიდენციის პროგრამით სტუმრობენ. 
სტუდენტებთან ერთად, გარიყულას რეზიდენციაში ერთი კვირა პროფესორმა მიშელ გალიომ გაატარა.
ახალგაზრდა ხელოვანების ვიზიტი არ-ტვილა გარიყულასა და კლერმონ ფერანის ხელოვნების უმაღლესი სკოლის მოლაპარაკების შედეგია, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის ყოველწლიური მრავალფეროვანი სარეზიდენციო პროგრამების მომზადება და მათი ინტეგრაცია მსოფლიოს სხვადასხვა სახელოვნებო ცენტრებში.
ფრანგი სტუდენტების მიერ არტ-ვილა გარიყულაში წარმოდგენილი კონცეპტუალური ნამუშევრების გამოფენა რეზიდენციის ბოლოს არის დაგეგმილი. 
ფრანგებთან ერთად გარიყულაში მუშაობენ ქართველი ახალგაზრდები. გასაცნობი სამინარები გელა წულაძემ და ილია ზაუტაშვილმა ჩატარეს. გარიყულას რეზიდენტები თბილისის ფრანგულ ინსტიტუსაც ეწვივნენ და იქაურ პედაგოგებსა და ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
უახლოეს დღეებში ფრანგი სტუმრების გასაცნობად გორისა და ხაშურის რაიონული სკოლებიდან ჩამოვლენ მოსწავლეები და მოხალისეებად ჩაერთვებიან გამოფენის სამზადისში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან დაბრუნება