Fest i Nova 2015 G-15

09.09.15

 

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი არტ ვილა გარიყულა გიწვევთ ძმებ ზდანევიჩების სახელობის მე-7 საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე - Fest i Nova G-15.

გახსნის თარიღი : 19 სექტემბერი, შაბათი
დრო: 17:00
ადგილი : კასპის რაიონი ახალქალაქი, სოფელი გარიყულა

 

არტ-ვილა გარიყულა, მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო ინსტიტუციას წარმოადგენს, რომელიც ამავდროულად მოიცავს არტ-კომუნას, რეზიდენციას და მუზეუმს. რეზიდენცია დაარსებიდან 15 წლისთავს აღნიშნავს, ხოლო 2009 წლიდან  მოყოლებული, ის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მართავს, რომელშიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანები, განსხვავებულ მედიაში მომუშავე არტისტები და არქიტექტორები მონაწილეობენ.  

Fest i Nova 2015-ის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა არტისტების მიერ, არტ ვილა გარიყულაში შექმნილი პროექტები. 

ქვეყნები: საქართველო, ამერიკა, საფრანგეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი - უელსი, რუსეთი, აზერბაიჯანი,უკრაინა, ლიტვა, ლატვია, ირანი. 

15 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფესტივალში დამოუკიდებელი ქართველი და უცხოელი მონაწილეების გარდა, ინდივიდუალური პროექტებით წარმოდგენილი იქნება ქართული თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუციები : CCA, არტისტერიუმი, პროექტი“არტიერიში“ VADS, სამხატვრო აკადემია, გალა გალერეა, ნექტარი, Arts councils Azerbaijan, ფრანგული ინსტიტუტი და სხვა.

Fest i Nova 2015 კონცეფცია 


ადამიანები გამუდმებით ცდილობენ დაძლიონ მიზიდულობის ძალა და გადაკვეთონ საზღვარი, რომელსაც გრავიტაცია ქმნის, თუმცა ამას ყველა სხვადასხვანაირად ახერხებს. ზოგი მთვარისკენ მიმართულ რაკეტაში ჯდომით, ზოგი ფორმულა 1-ის მანქანაში გასაოცარი სისწრაფის განვითარებით, ზოგი კი წარმოსახვაში, სიზმრებში, შემოქმედების პროცესში. ყველა ეს პროცესი ერთნაირად საინტერესოა, რადგან საერთო მიზანი ყველა მათგანში სხვადასხვანაირად მიიღწევა. 
ჩვენ ვიცით, რომ g-12 ის მაქსიმუმია, რასაც ადამიანის სხეული აჩქარებისას უძლებს და რაც, მაგალითად, კაფსულაში მჯდომ ადამიანს შეუძლია განავითაროს თუმცა ადამიანის მიერ სიზმარში ან შემოქმედების პროცესში განვითარებული აჩქარების კოეფიციენტი გაზომვას არ ექვემდებარება. ჩვენ არ ვიცით რა არის G-ს მაქსიმუმი ადამიანის გონებისათვის. 
ამიტომ სიმბოლურად ვიღებთ G-15-ს, მდგომარეობას, როცა სხეულს აღარ შეუძლია გაუძლოს უფრო ძლიერ აჩქარებას, თუმცა გონება ითხოვს მეტს, როცა ადამიანი დგას ცნობიერისა და არაცნობიერის ზღვარზე.”

 

ფესტივალი გაგრძელდება 19 ოქტომბრამდე

 

ფესტივალის მხარდამჭერები:

-       კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

-       საქართველოს ეროვნული მუზეუმი

-       თიბისი ბანკი

-       აზერბაიჯანის ხელოვნების საბჭო

-       ფრანგული ინსტიტუტი

-       „ტააკ“ - ამსტერდამის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

-       მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია(ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო)

-       ბადაგონი  (იაპონური ღვინის კონკურსის ვერცხლის მედალოსანი)

-       „Nemiroff”

-       არტარეა Tv

-       ჟურნალი „ლიბერალი“

-       ჟურნალი თი- ბი- სი

 
უკან დაბრუნება