ჰოლანდიური პავილიონი 2015 – „ფენიქსის მოდული“

05.09.15

 

უილიამ სპიკმანი

ჯასპერ გრიპინკი

კურატორი: თეოდორ ტეხელაერსი

 

კონცეფცია

თანამედროვე  ქართველი ეთნოგრაფებისა და ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს,  რომ  შამანიზმისა  და სხვადასხვა მაგიური პრაქტიკების კვალი  თითქმის გამქრალია  ადგილობრივი ყოფიდან, თუმცა, ჰოლანდიელი ხელოვანების - ჯასპერ გრიპინკისა  და უილიამ სპიკმანის ვარაუდით,  ეზოთერული  ცოდნა , ან, თუნდაც მისი კვალი, წესით,  ჯერ კიდევ შემორჩენილი უნდა იყოს დიდი ისტორიის მქონე, ძველ ერებში.

„ფესტინოვა 2015“- ის ჰოლანდიური პავილიონის ფარგლებში,  ჰოლანდიელი ხელოვანები ქართული ადათებისა და მაგიური რიტუალების შესახებ გეგმავენ ინფორმაციის შეგროვებას; საამისოდ,  ე.წ. „ფენიქსის მოდულს“ ქმნიან, რომელიც  დროებითი საკურთხეველიც  იქნება და ამავე დროს, საინფორმაციო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს.

პროექტის ავტორთა მიზანია ჩაწერონ  ცნობები და მასალები საქართველოში დღემდე  შემონახული სარწმუნოებრივი თქმულებების, ჯადოსნობის პრაქტიკების - (შელოცვები და სხვა რიტუალები)  სახალსო მკურნალებისა და მათი წინაპრების მიერ შექმნილი წამლების შესახებ, რომლის რეცეპტებმა დღემდე მოაღწია და ფართედ გამოიყენება.; ამავე დროს, გეგმავენ შექმნან იტერაქტიური სეანსების ადგილი, სადაც პროექტში სპონტანურად ჩართული ადამიანები თავიანთ ფარულ შიშებსა და სურვილებს გაანდობენ ერთმანეთს.

ფესტივალის სტუმრები, მონაწილე და ჩამოსული არტისტები - მათ შორის ისინი, ვისაც გარკვეული ეზოთერული ცოდნა და ნიჭები აქვს - საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ. მოყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ გაუჩნდათ ინტერესი  მაგიის  პრაქტიკის მიმართ. ისაუბრებენ ადგილობრივ მითებზე, წესჩვეულებებზე, ადათ-წესებსა და ცრურწმენებზე; ილაპარაკებენ შემორჩენილ რიტუალებზე და მკურნალობის მეთოდებზე.  მოგვითხრობენ, თუ როგორ შემოინახა ეს პრაქტიკები ხალხურ ტრადიციებში, ნივთიერ კულტურაში, კონკრეტული ადამიანების ცხოვრებასა და საოჯახო  ისტორიებში.

პავილიონის შემქნმელი არტისტები გვთავაზობენ „ფენიქსის მოდულის “  მონაწილეების მონყოლი  ამბები - ანეკდოტები, თუ  ზმანებები ჩაიწეროს და დაარქივდეს; ინტერაქტიური სეანსების მსვლელობისას კი შეიქმნას  თიხის პატარა არტეფაქტები.

ერთკვირიანი სესიების ბოლოს , „ფენიქსის მოდულს“ ცეცხლს მისცემენ; მისი ალი „მოდულში“ გათქმულ სანუკვარ სურვილებსა და სხვადასხვა ამბებს კოსმოსში გაგზავნის.

„ფენიქსი“ 2016 წელს  კვლავ დაბრუნდება გარიყულაში და  გრძნეულების ისტორიებსა და ხილვებს გააცოცხლებს. 

http://taak.me/?nk_project=fenix-module-reboot-of-the-mythic-dimension&lang=en

უკან დაბრუნება