არტ-ვილა გარიყულა აცხადებს მოხალისეების მიღებას

05.08.15
არტ-ვილა გარიყულა აცხადებს მოხალისეების მიღებას
 
 
 
არტ ვილა გარიყულა აცხადებს მოხალისეების მიღებას Fest I Nova 2015 -სთვის.
 
ფესტივალი იწვევს  სტუდენტებსა და  დაინტერესებულ პირებს მოხალისეებად ჩაერთონ 
 
არტ ვილა გარიყულას ფესტივალის ნამუშევრების შექმნასა და საორგანიზაციო საკითხებში.
 
Fest I Nova 2015 -ზე მოხალისეობა, არის პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების 
 
მიღების შესაძლებლობა. შერჩეულ მოხალისეებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ქართველ და 
 
უცხოელ არტისტებს, ასისტირება გაუწიონ  მათ ფესტივალისთვის შერჩეული პროექტების 
 
რეალიზებაში, გაეცნონ არტ-ვილა გარიყულასა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის 
 
მიზნებს. 
 
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ხელოვნების ქართული ინსტიტუციები, 
 
ორმოცამდე  დამოუკიდებელი ქართველი და უცხოელი არტისტი. 
 
სამუშაოს აღწერა 
 
არტ ვილა გარიყულა ფესტივალისთვის შეარჩევს 8 მოხალისეს, რომლებიც სამუშაო 
 
პერიოდის განმავლობაში იცხოვრებენ არტ ვილა გარიყულას რეზიდენციაში.
 
სამუშაო გულისხმობს ღია სივრცეში არტ-ობიექტებისთვის მასალის დამუშავებას, 
 
კონსტრუირებას და სხვა ტექნიკური სამუშაოების განხორციელებას.
 
მოხალისეობის პირობები:
 
სამუშაო პერიოდი:  1 აგვისტოდან - 20 სექტემბრამდე (მოხალისეები სამუშაო პერიოდში 
 
საჭიროებისამებრ, ეტაპობრივად ჩაერთვებიან  და შეთანხმებული გრაფიკით იმუშავებენ)
 
 შერჩევა:
 
6 მოხალისე - პროექტებზე ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად.
 
2 მოხალისე - ფესტივალის საორგანიზაციო და ლოჯისტიკის საკითხებში დამხმარეებად. 
 
არტ ვილა გარიყულა სრულად უზრუნველყოფს მოხალისეთა კვებას და ცხოვრებას 
 
მუშაობის პერიოდში.
 
მოხალისეობაზე განაცხადის შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მსურველს - 28 ივლისის 
 
ჩათვლით.
 
კანდიდატმა უნდა შეავსოს ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე -
 
 http://goo.gl/forms/TeIRJYVHJs
 
და გამოაგზავნოს CV მისამართზე - contact@garikula.com, subject line- ში მიუთითეთ 
 
მოხალისეობა Fest I Nova 2015 –ზე.
 
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ ფოსტაზე ან ტელეფონის ნომრებზე - 598 35 
 
48 85, 599 23 61 60
უკან დაბრუნება