კაფსულა

28.06.15

არტ ვილა გარიყულამ 2015 წლის, 28 ივნისს Fest I Nova 2015 ის ფარგლებში, ამერიკული პავილიონის პირველი პროექტი გახსნა.

"კაფსულა" ამერიკაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის უტა ბექაიას ნამუშევარია, რომელიც მან არტ ვილა გარიყულაში შექმნა. უტა ბექაია 1998 წლიდან ნიუ იოკრში მოღვაწეობს. სხვადასხვა მედიაში მომუშავე, მრავალი ინსტალაციის,კოსტიუმისა თუ არტ ობიექტის ავტორი, წელს Fest I Nova 2015 მონაწილეა.

პროექტი "კაფსულა" თავის კონცეფციით ადამიანის გონების უსაზღვრო შესაძლებლობებს ეხმაურება. ნამუშევარი, ერთის მხრივ მოგვაგონებს სარკოფაგს, რომელში მყოფი ადამიანიც თითქოს უმოძრაო და დროში გაჩერებულა, თუმცა მეორეს მხრივ ეს არის კაფსულა, რომელში მოთავსებული ადამიანის გონება, სხვეულის ინერტულობის მიუხედავად დროსა და სივრცეში გადაადგილდება.

 

უკან დაბრუნება