არტ ვილა გარიყულა აცხადებს პროექტების მიღებას Fest I nova 2015-სთვის.

10.06.15

არტ ვილა გარიყულა აცხადებს პროექტების მიღებას Fest I nova 2015-სთვის.

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ჯგუფს თუ ინსტიტუციას.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • აპლიკაციის ფორმა ( http://goo.gl/forms/VZRkG2IrGm )
  • CV
  • პორტფოლიო
  • Artistic statement (არსებობის შემთხვევაში)
  • პროექტი (პროექტის კონცეფცია, აღწერა, ნამუშევრის განხორციელების პერიოდი, საჭირო მასალა, ბიუჯეტი, ვიზუალური მასალა (ჩანახატი /ფოტო /კომპიუტერული გრაფიკა)


ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: Garikulaartvilla@gmail.com 2015 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
შერჩეული პროექტების განხორციელების ვადაა 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.

Fest I Nova 2015--ის კონცეფცია
G-15

ადამიანები გამუდმებით ცდილობენ დაძლიონ მიზიდულობის ძალა და გადაკვეთონ საზღვარი, რომელსაც გრავიტაცია ქმნის, თუმცა ამას ყველა სხვადასხვანაირად ახერხებს. ზოგი მთვარისკენ მიმართულ რაკეტაში ჯდომით, ზოგი ფორმულა 1-ის მანქანაში გასაოცარი სისწრაფის განვითარებით, ზოგი კი წარმოსახვაში, სიზმრებში, შემოქმედების პროცესში. ყველა ეს პროცესი ერთნაირად საინტერესოა, რადგან საერთო მიზანი ყველა მათგანში სხვადასხვანაირად მიიღწევა.

ჩვენ ვიცით, რომ G-12 ის მაქსიმუმია, რასაც ადამიანის სხეული აჩქარებისას უძლებს და რაც, მაგალითად, კაფსულაში მჯდომ ადამიანს შეუძლია განავითაროს თუმცა ადამიანის მიერ სიზმარში ან შემოქმედების პროცესში განვითარებული აჩქარების კოეფიციენტი გაზომვას არ ექვემდებარება. ჩვენ არ ვიცით რა არის G-ს მაქსიმუმი ადამიანის გონებისათვის.

ამიტომ სიმბოლურად ვიღებთ G-15-ს, მდგომარეობას, როცა სხეულს აღარ შეუძლია გაუძლოს უფრო ძლიერ აჩქარებას, თუმცა გონება ითხოვს მეტს, როცა ადამიანი დგას ცნობიერისა და არაცნობიერის ზღვარზე.

Fest I Nova 2015 გაიხსნება 19 სექტემბერს გარიყულაში.

ნამუშევრის შექმნის პერიოდში შერჩეული მონაწილეების გარიყულაში ცხოვრებისა და კვების ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება გარიყულას რეზიდენციის მიერ.

ნამუშევრის შექმნისთვის საჭირო მასალას, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყოფს არტ ვილა გარიყულა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

garikulaartvilla@gmail.com
https://www.facebook.com/ArtVillaGarikula
599236160

უკან დაბრუნება