სემინარები შთაბეჭდილების მეჯემენტში

10.05.15

არტ-ვილა გარიყულას სასწავლო პროგრამის მიზანია ხელოვნება გასაგები  გახადოს საზოგადოების  ყველა ჯგუფისთვის. პროგრამები იმგვარადაა შედგენილი, რომ მათში ჩართული ყველას მონაწილის მოთხოვნები და ინტერესები დაკმაყოფილდეს.

ზაზა მაღალაშვილის მენტორობით ჩატარებული თვითპრეზენტაციის სემინარები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დააფინანსა ჰოლადიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით, რომელშიც  გარიყულას პარტნიორის - ხაშურის # 8 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

გარიყულას სასწავლო პროგრამა საგანმანათლებლო აქტივობების ფრთე სპექტრს მოიცავს და ღია პლატფორმას წარმოადგენს პრაქტიკაზე დამყარებული არაფორმალური სწავლებისთვის.

 

უკან დაბრუნება