აზერბაიჯანი ფესტინოვა'15-ის მონაწილეა

24.05.15

ბაქო/ Trend Life/

http://www.trend.az/life/culture/2398716.html

აზერბაიჯანის სახელოვნებო საბჭოს ხელმძღვანელი, დადაშ მამედოვი და აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვარი, კურატორი საბინა შიხლინსკაია ოფიციალური ვიზიტით   საქართველოში იმყოფებიან.  „ვიზიტის მიზანია პირველი აზერბაიჯანული პავილიონის გახსნა  საერთაშორისო ფესტივალზე  - ფესტინოვა 2015 - ზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“ - შეატყობინა  Trend Life-ს დადაშ მამედოვმა.

ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრები გიმართა საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტროს და  აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლებთან.

ამას გარდა, საბინა შიხლინსკაია და დადაშ მამედოვი თბილისის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრს ეწვივნენ, რომელიც მირზა ფათალი ახუნდზადეს სახლმუზეუმშია განთავსებული. სტუმრებმა დაათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები, ბიბლიოთეკა  და გალერეა, იყვნენ კაფე „მუსიე ჟორდანში“, სადაც მირზა ფათალი ახუნდზადეს ცვილის ფიგურაა გამოფენილი.

შემდგომ, სტუმრებმა  ნახეს მხატვარ ყარამან ქუთათელაძის გამოფენა  გალა გალერეაში. ყარამან ქუთათელაძე თანამედროვე ხელოვნების ცენტრის - არტ-ვილა გარიყულას დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, მისივე ინიცირებულია თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ფესტინოვა“.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები არტ-ვილა გარიყულას რეზიდენციას გაეცნენ, შეხვდნენ ქართველ მხატვრებს და სხვადასხვა ერთობლივი პროექტების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

არტ-ვილას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს: ეს სამსართულიანი შენობა 1885 წელს პოლონური წარმოშობის ინჟინერმა, ვასილი ბოლგარსკიმ ააშენა თვისი ოჯახის საზაფხულო რეზიდენციად. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სახლს კონფისკაცია გაუკეთეს, მფლობელი - დახვრიტეს.  შენობაში ჯერ სკოლა-პანსიონი გახსნეს, შემდეგ, მცირე პერიოდის განმავლობაში, თბილისის სამხატვრო აკადემიასაც გადასცეს

ყარამან ქუთათელაძის მამა, მხატვარი აპოლონ ქუთათელაძე, რომელიც  1959-72 წლებში სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო, ბოლგარსკების სასახლეში შემოქმედთა  რეზიდენციის მოწყობას გეგმავდა. ამ წამოწყებას მხარს უჭერდა მისი მეგობარი და ბოლგარსკების შეთამომავალი, მხატვარი ვერა ბელეცკაია.

ფესტინოვას ოფიციალური გახსნა წლეულს,  19 სექტემბერსაა დაგეგმილი.

ვუგარ  იმანოვი

სტატიის ავტორთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:

agency@trend.az

 

უკან დაბრუნება