ფესტინოვა’17 - კომუნიკაციის ელემენტები

  ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი,    სახელწოდებით „კომუნიკაციის ელემენტები“,    საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებიდან მომდინარე კულტურულ ღირებულებებს ეძღვნება - სწორედ ამ ღირებულებებმა უნდა განსაზღვროს მომდევნო წლების საქართველოს  კულტურისა და საზოგადოების არქიტექტურა.

წლევანდელი ფესტივალის ფოკუსში მოექცა 2016 წლის ბოლოს, იუნესკოს მიერ,  ქართული ანბანის სამი სახეობის  მსოფლიო არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარების ფაქტი და  ძმებ   ზდანევიჩების მიერ დაარსებული ფუტურისტული გაერთიანება 41◦ - ის საუკუნოვანი იუბილე.

აქედან გამომდინარე, წლევადნელი ფესტივალი,  ტრადიციული კონცეპტუალური ინსტალაციების გარდა, შრიფტზე და,  ზოგადად, გრაფიკულ დიზაინზე იქნება კონცენტრირებული - იგეგმება არტისტული წიგნებისა და პლაკატების შექმნა, ქართული კარიკატურის გამოფენა და კვლევები ქართულ  კულტურაში ფოლკლორიზაციის თემაზე.

Fest I Nova - კომუნიკაცის ელემენტების განსაკუთრებული ინტერესის საგანია კავკასიის რეგიონის ქვეყნები: ირანი, თურქეთი, შუა აზია. ფესტივალს აქვს გამოწვევა წარმოაჩინოს და ქართულ პუბლიკას გააცნოს ამ ქვეყნებში მიმდინარე კულტურული პროცესები და   თვითგამოხატვის  მეტი თავისუფლება შეუქმნას იქაურ ხელოვანებს  საქართველოში.

წლევანდელი ფესტივალის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს ხელოვნების, კულტურის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და სოციოლოგიის ინტერ-დისციპლინარული დისკუსიები, რომელსაც წარმართავენ როგორც თეორეტიკოსები, ასევე თავად არტისტები. გაიმართება სემინარები ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე,  რომელიც გამყარებულია საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით - მათ ზეგავლენაზე საქართველოსა და რეგიონის ქვეყნების კულტურულ დისკურსზე.

წარმოდგენილ წინადaდებებში განმსაზღვრელი იქნება გრაფიკული დიზაინი (პლაკატი, მხატვრის წიგნი, ტიპოგრაფია) და არქიტექტურული ობიექტები.

ფესტივალი მაისში გაიხსნა და სექტემბრის ბოლომდე გასტანს      

სექტემბრის შუა რიცხვებში,  იგეგმება  დასკვნითი ღონისძიება და გამოფენა.                                                                                                          



დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

 ელ.ფოსტა:   contact@garikula.com
ფბ. გვერდიhttps://www.facebook.com/ArtVillaGarikula/

კურატორი - ყარამან ქუთათელაძე         Tel: +995 595 152 152    Email: Karo@garikula.com

დირექტორი -  კოტე ნაცვლიშვილი    Tel:  +995 577 278 002  Email: K.nat.art@gmail.com

 არტ-დირექტორი, - მაია ჩიკვაიძე      Tel: +995 599 730 369  Email: Maiachi@garikula.com

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - ნათია მურაჩაშვილი   Tel: +995 577  545 005


ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.