მომავალი მეხსიერება

მეხსიერება ინფორმაციის აღბეჭდვა, შენახვა და აღდგენაა.
მეხსიერება დროის განმავლობაში იცვლება, გარდაიქმნება და იკარგება.
დაკარგული მეხსიერება გამქრალი ადამიანები, დავიწყებული ადგილებია
რაც მოხდა და აღარ გვახსოვს. რაც იყო და აღარ არის.
რაც აღარ გვახსოვს, ის არც მომხდარა.

თუ დაგვავიწყდა წარსული, აღარ გვახსოვს არც მომავალი.
წარსულის ცოდნა მომავლის მეხსიერების შექმნის, მომავლის ამოცნობის შესაძლებლობას გვაძლევს.

როგორ აღვიდგინოთ წარსული?
როგორ გავიხსენოთ მომავალი?

ფესტივალის პირველი ეტაპი ბოლგარსკების სასახლის გარდა ახალქალაქის და გარიყულას სხვადასხვა საჯარო ადგილებში გაიმართა. უცხოელმა,  თუ ადგილობრივმა არტისტებმა სოფლის თავშეყრის ძველი  ადგილები გააცოცხლეს და  სახელოვნებო სივრცეებად გარდაქმნეს. ახალქალაქის ხელოვნების ქალაქად ტრანსფორმაციაში სოფლის მცხოვრებლებიც ჩაერთნენ.

ხელოვნების საჯარო სივრცეში გატანით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვით ხელოვნება სცილდება საკუთარ თავს და მომავლისთვის აუცილებელ კრიტიკულ შეკითხვებს სვამს.

ბოლგარსკიანთ სასახლე, წერეთლების სასახლე, მიტოვებული სოფლის კლუბი, მაღაზია, დაცარიელებული ბავშვთა სახლი - ეს  იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია სადაც არტისტები ადამიანების და ადგილების დავიწყებულ ამბებს მოგვითხრობენ.

ერთ დროს მეფისქალაქი, შემდეგ წითელქალაქი და დღეს ახალქალაქად წოდებული სოფელი უთვალავ დავიწყებულ ამბავს და საიდუმლოს ინახავს. ადგილის მეხსიერება დღითი დღე იშლება და იკარგება.

ახალქალაქზე დაკვირვებით, დასავლური კურსის მქონე პოსტ საბჭოთა ქვეყნის დღევანდელ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პრობლემატიკას ნათლად დავინახავთ.

წარსული დავიწყებულია, აწმყო მიტოვებული, მომავალი აგვიანებს.

ხელოვნების ენით წარსულის თხრობა და გაანალიზება, მეხსიერების აღდგენა, გაცნობიერება და  გააზრება, - მომავლის გამოთვლის და წარმოდგენის მოულოდნელ შესაძლებლობას გვაძლევს.


 

არტ-ვილა გარიყულა, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova 2016 - “მომავალი მეხსიერება“ 
მეორე ნაწილი

მონაწილეები :

აისელ ამიროვა 
ტატო ახალკაციშვილი
უტა ბექაია 
ალინა ბლიუმის 
ლევან მანჯავიძე 
ლევან მინდიაშვილი 
„მატერიალ ჰანტერზ“
"საუდა გროუპ" (ალექსის პოლ )
და ქართველი მუსიკოსები: თამთა მანძულაშვილი
დამიანე გორდელაძე
ნინო აბელიშვილი
ლენა პუკი 
რაიმონდა სერეკაიტე 
ნიკო ცეცხლაძე
ჯუზეპე ფანიცა 


ფესტივალის მეორე ნაწილის კურატორი : ნუცა ჩიკვაიძე 
კურატორის თანაშემწე : ნატა ჯაშიაშვილი
კოორდინატორი: მაია ჩიკვაიძე
 

 ფესტივალის მეორე ნაწილის  დეტალური პროგრამისთვის თვალი ადევნეთ არტ ვილა გარიყულას facebook ფეიჯს და საიტს: www.garikula.com



დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

garikulaartvilla@gmail.com
https://www.facebook.com/ArtVillaGarikula

595 152 152



ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.