მომავალი მეხსიერება

მეხსიერება ინფორმაციის აღბეჭდვა, შენახვა და აღდგენაა.
მეხსიერება დროის განმავლობაში იცვლება, გარდაიქმნება და იკარგება.
დაკარგული მეხსიერება გამქრალი ადამიანები, დავიწყებული ადგილებია
რაც მოხდა და აღარ გვახსოვს. რაც იყო და აღარ არის.
რაც აღარ გვახსოვს, ის არც მომხდარა.

თუ დაგვავიწყდა წარსული, აღარ გვახსოვს არც მომავალი.
წარსულის ცოდნა მომავლის მეხსიერების შექმნის, მომავლის ამოცნობის შესაძლებლობას გვაძლევს.

როგორ აღვიდგინოთ წარსული?
როგორ გავიხსენოთ მომავალი?

ფესტივალის პირველი ეტაპი ბოლგარსკების სასახლის გარდა ახალქალაქის და გარიყულას სხვადასხვა საჯარო ადგილებში გაიმართა. უცხოელმა,  თუ ადგილობრივმა არტისტებმა სოფლის თავშეყრის ძველი  ადგილები გააცოცხლეს და  სახელოვნებო სივრცეებად გარდაქმნეს. ახალქალაქის ხელოვნების ქალაქად ტრანსფორმაციაში სოფლის მცხოვრებლებიც ჩაერთნენ.

ხელოვნების საჯარო სივრცეში გატანით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვით ხელოვნება სცილდება საკუთარ თავს და მომავლისთვის აუცილებელ კრიტიკულ შეკითხვებს სვამს.

ბოლგარსკიანთ სასახლე, წერეთლების სასახლე, მიტოვებული სოფლის კლუბი, მაღაზია, დაცარიელებული ბავშვთა სახლი - ეს  იმ ადგილების არასრული ჩამონათვალია სადაც არტისტები ადამიანების და ადგილების დავიწყებულ ამბებს მოგვითხრობენ.

ერთ დროს მეფისქალაქი, შემდეგ წითელქალაქი და დღეს ახალქალაქად წოდებული სოფელი უთვალავ დავიწყებულ ამბავს და საიდუმლოს ინახავს. ადგილის მეხსიერება დღითი დღე იშლება და იკარგება.

ახალქალაქზე დაკვირვებით, დასავლური კურსის მქონე პოსტ საბჭოთა ქვეყნის დღევანდელ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პრობლემატიკას ნათლად დავინახავთ.

წარსული დავიწყებულია, აწმყო მიტოვებული, მომავალი აგვიანებს.

ხელოვნების ენით წარსულის თხრობა და გაანალიზება, მეხსიერების აღდგენა, გაცნობიერება და  გააზრება, - მომავლის გამოთვლის და წარმოდგენის მოულოდნელ შესაძლებლობას გვაძლევს.



ფესტივალის პირველი ეტაპის განრიგი

29 მაისი
ბოლგარსკიანთ სასახლე
არტ ვილა გარიყულა

13:00 ექსკურსია გარიყულა/ახალქალაქში
14:00 ძველმანების ბაზრობა
15:00  Fest i Nova 2016 - ის პროექტის პრეზენტაცია;

საუბარი: ხელოვნების მომავალი და მომავლის ხელოვნება
ინიციატივა სოფელში: ანა მარგველაშვილი
რეგიონში სახელოვნებო სივრცეების და ფესტივალების მნიშვნელობა: თორნიკე ადამაშვილი, სოფო კილასონია, ყარამან ქუთათელაძეკულტურის პოლიტიკის აწმყო და მომავალი: თამარ წულუკიძე
თანამონაწილეობა და ხელოვნება: ჯგუფი ბულიონი, ლალი პერტენავა
საჯარო სივრცის გარდაქმნა: ლევან ღამბაშიძე
ხელოვნება მომავალში: ზურა ჯიშკარიანი

16:00 მუსიკალური პერფორმანსი
 

25 ივნისი
წერეთლების სასახლე

ბულიონი 
ირაკლი ლობჟანიძე
ანა ჩადუნელი
ქეუ მეფარიშვილი/სალომე დუმბაძე
გვანცა ჯიშკარიანი
ჯგუფი “სეკატორი”
ნინო ზირაქიშვილი
სოლომონ რაზმაძე
ლია ბაგრატიონი
დათო მიხაილიდი
ნასტასია არაბული
ანა ყოჩიაშვილი
ზიზი ნიშნიანიძე
მაკა კილაძე
თამარ ჩადუნელი                

სოფლის კლუბი

თავისუფალი კინოჩვენებები (ფონდი "აჰუაჰუ")
ჟურნალი “ინდიგო”
ნატა ავალიანი
მარიტა რურუა/მარიელ ცხვედიანი
ელენე ფასური
ბაჩა ხოფერია

ფესტივალის  კურატორები: მარიამ ნატროშვილი/დეთუ ჯინჭარაძე
კოორდინატორი: თინა სირაძე

 ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.