FEST I NOVA -2014

Opus mixtum

FEST I NOVA -2014 აგრძელებს ტრადიციას და 12 – 16 სექტემბერს ვიზუალურ ხელოვნებას უთმობს არტ ვილა გარიყულას ინტერიერსა და მიმდებარე ტერიტორიას.

ფესტივალის წლევანდელი თემა opus mixtum თანამედროვე ხელოვნების უსაზღვრო შესაძლებლობებით არის შთაგონებული. ლათინური ტერმინი opus mixtum ანტიკური ეპოქის არქიტექტურული ექსპერიმენტებს უკავშირდება და შერეულ ნამუშევარს ნიშნავს,რომელიც სხვადასხვა კონსტრუქციულ ტექნიკას აერთიანებდა.

შერეული ტექნიკა თუ მულტიმედიური ნამუშევარი კი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი სახასიათო ფორმატია და უფრო გაფართოებულ შინაარსებს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ მასალების, ან ტექნიკური აღჭურვილობის შერევაა.

ექსპოზიცია წარმოადგენს როგორც არქიტექტურულ მოტივებზე აგებულ კონსტრუქცია-სკულპტურებს, ასევე სხვა ტიპის ნამუშევრებსაც - ინსტალაციებს, ვიდეო არტსა და პერფორმანსებს.

სხვადასხვა სახით გამოვლენილი მხატვრული სინთეზი მთავარი კომპონენტია შერჩეული ნამუშევრებისთვის, თუმცა, მონაწილეები არ არიან შეზღუდული რაიმე სახის მკაცრი მოთხოვნებით - მთავარი განმსაზღვრელი თავისუფლების ხარისხი და ნამუშევრით დემონსტრირებული არტისტული ხედვაა.

ხათუნა ხაბულიანი,

კურატორი, ხელოვნების კრიტიკოსი

2014, თბილისი