Fest i Nova 2013 

ილია და კირილე ზდანევიჩების სახელობის

თანამედროვე ხელოვნების მე5 საერთაშორისო ფესტივალი - Fest i Nova’13 - უხილავი დინებები /invisible streams

სექტემბერი 06.09.2013 – 09.09.2013

სამუშაო ჯგუფი:

ყარამან ქუთათელაძე – ფესტივალის დირექტორი

ხათუნა ხაბულიანი – კურატორი

მაია ჩიკვაიძე - დირექტორის ასისტენტი

ნიკოლოზ ნადირაშვილი – ასისტენტ კურატორი

 

უხილავი დინებები - Invisible Streams

““კრიზისის არსი იმაშია მდგომარეობს რომ ძველი მოკვდა, ახალი კი ჯერაც ვერ დაბადებულა“

ანტონიო გრამში

გარდამავალი პერიოდიქართული კულტურისთვისაც ისევე უცნაური და რთული გამოვლინებებით ხასიათდება, როგორც კრიზისის პერიოდის ყველა სხვა ნებისმიერი კულტურა. საბჭოთა პერიოდის შემდეგ დამდგარი ახალი მოცემულობა იდენტობის განსაზღვრის არცთუ ინტენსიურმა დისკურსმა დაიკავა. მთავარი ამოცანა რეჟიმის პირობებში იზოლირებულად განვითარებული წარსულის გააზრება და ახალი შესაძლებლობების განსაზღვრა იყო. ისტორიის მასშტაბებისთვის ორი ათწლეული არც ისე ხანგრძლივი პერიოდია, თუმცა ადამიანური პოზიციიდან ეს რეალური და დიდი დროა, რომელსაც თანამედროვეთა უმეტესობა კრიტიკულად უყურებს და თვლის, რომ პროგრესი არ ხდება, არაფერი იცვლება. შესაძლოა მკვეთრი და თვალშისაცემი ცვლილებები არ ხდება, მაგრამ პროცესები რასაკვირველია მიდის. ვიზუალურ ხელოვნებაში ჩანს თანამედროვე ფორმების განვითარებისა და საერთაშორისო არტ სივრცესთან უფრო მეტად დაახლოების სურვილი. პრობლემად რჩება ერთჯერადი და ხანმოკლე ინიციატივები. არტისტებისათვის კი უფრო საინტერესოა ის ერთი შეხედვით უხილავი დინებები, რაც ვერბალურ განსაზღვრებებში და სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოქცეულ მხატვრულ პროექტებში არ ჩანს. ობიექტური ისტორიული ფონის გამო ჩვენს სივრცეში თანამედროვე ხელოვნების განვითარება სასურველი ინტენსივობით არ მიმდინარეობს, თუმცა არსებობს ცალკეული ინიციატივები, რომლებიც ამ ვაკუუმის შევსებას ცდილობენ. ამ ტიპის პროექტებს შეიძლება მივაკუთვნოთ არტ ვილა გარიყულას მოღვაწეობაც, რომელიც თანამედროვე ხელოვნების განვითარების რთულ პროცესებში მონაწილეობს და მისი დამსახურებაა შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ახალქალაქში არტ კომუნის ტიპის დასახლების სტიმულირება. ამ ტიპის პრაქტიკა ნამდვილად სიახლე იყო ქართული რეალობისთვის. ამის გარდა, არტ ვილა გარიყულა ყოველწლიურად ატარებს კირილე და ილია ზდანევიჩებისადმი მიძღვნილ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს – Fest i Nova –ს და ერთგვარად აგრძელებს წინა საუკუნის დასაწყისის ქართველი მოდერნისტი მხატვრების მიერ დაწყებულ მოძრაობას, რომლითაც ქართული არტ სივრცე პროგრესული არტ პროცესების მონაწილე უნდა გამხდარიყო და ჰქონდა შესაძლებლობა საერთაშორისო არტ ტენდენციებისთვის საინტერესო გამოცდილება მიემატებინა, თუმცა საბჭოთა ისტორიამ ეს განვითარება შეაჩერა. ფესტივალმა უკვე უმასპინძლა მრავალ არტისტს, რომელთათვის ქართული კულტურული კონტექსტი ნამდვილი აღმოჩენა იყო და დღეისთვის ისინი საკუთარ ქვეყნებში პოპულარიზაციას უწევენ ფესტივალის იდეას და არტ ვილა გარიყულას ფართო საკომუნიკაციო ქსელის შექმნაში ეხმარებიან..

Fest i Nova –2013 ის თემაა უხილავი დინებები /invisible streams, – არტ ვილა გარიყულა ამჯერად ქართველი და უცხოელი ხელოვანების არტისტულ ინტერპრეტაციებს წარმოადგენს კრიზისული პერიოდებისთვის სახასიათო პროცესებზე და არ შეიზღუდება თემატური სწორხაზოვნებით. ცალკეული მხატვრები საკუთარი არტისტული პოზიციით განსაზღვრულ ნამუშევრებსაც წარმოადგენენ, რომლებიც მხატვრულ ფორმის ღირებულებას განყენებულად ატარებენ და არ არიან მხოლოდ ნარატიული შინაარსის ილუსტრაციები.არტ ვილა გარიყულასთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო ახალგაზრდა მხატვრები და მათი ინიციატივები. უხილავი დინებები /invisible streams – წელსაც წარმოადგენს ახალგაზრდა ხელოვანებს და მათი პოზიციებიდან გააზრებულ არტისტულ პროექტებს.

ხათუნა ხაბულიანი

არტ კრიტიკოსი, კურატორი